კლინიკაში "ვივა მედი" გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ, დაჭრილია დაცვის თანამშრომელი
17/12/2020 13:21:12 სამართალი
კლინიკაში "ვივა მედი" გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ.
"გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შემოიჭრნენ შენობაში, თავს დაესხნენ დაცვის თანამშრომელს. განადგურებულია ინვენტარი. უმძიმეს მდგომარეობაშია დაცვის თანამშრომელი, ოპერაცია მიმდინარეობს", - აცხადებს კლინიკის წარმომადგენელი.
მისივე ცნობით, პაციენტი 8 დეკემბერს შეიყვანეს კლინიკაში ჰიპოვოლემიური შოკით და იგი რეანიმაციაში დღეს დილით გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.


