აფრიკის დასახლებაში დაკავებულ ვანო ფოცხვერაშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
17/12/2020 14:29:36 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ აფრიკის დასახლებაში დაკავებულ ვანო ფოცხვერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ფოცხვერაშვილი 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში მაშინ დააკავეს, როდესაც მოსახლეობამ შენობების ნგრევისას პოლიციასა და ზედამხედველობის სამსახურის წინააღმდეგობა გაუწია. ფოცხვერაშვილს პოლიციის მიმართ ძალადობას ედავებიან.
ფოცხვერაშვილის ადვოკატის რეზო აჭარაძის თქმით, დაცვის მხარე ითხოვდა, რომ ფოცხვერაშვილის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიება სასამართლოს არ გამოეყენებინა.


