წულუკიანი: "იმედია, ბატონი ბიძინა პარტიის საქმიანობაში კიდევ დიდხანს იქნება ჩართული"

18-12-2020 12:16:24 საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე. ამასთან, იგი იმედოვნებს, რომ ივანიშვილი პარტიის საქმიანობაში დიდხანს იქნება ჩართული.

"არც ერთი განხილვა პარტიაში, რომელიც ამ საკითხს ან ამ ტიპის მიმდგავსებულ საკითხს მიეძღვნებოდა, არ ყოფილა. შესაბამისად ეს საკითხი არ განიხილება. იმედია, ბატონი ბიძინა პარტიის საქმიანობაში იქნება ჩართული კიდევ დიდ ხანს", - აცხადებს წულუკიანი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები