Accentnews.ge
აფრიკის დასახლება: 8 წლის გიგის 20 დეკემბრიდან ქუჩაში დარჩენა ემუქრება

აფრიკის დასახლება: 8 წლის გიგის 20 დეკემბრიდან ქუჩაში დარჩენა ემუქრება

18/12/2020 10:15:12 სამართალი

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აფრიკის დასახლების ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლის დანგრევის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართა.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლის დანგრევა 20 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 6-წევრიანი ოჯახში ცხოვრობენ – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობლები, მათი 3 შვილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და ხანდაზმული ბებია.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, ოჯახს მერიიდან აცნობეს, რომ 20 დეკემბრამდე სახლი უნდა დაცალონ.

ოჯახი სოციალურად დაუცველია, ისინი აფხაზეთიდან დევნილები არიან და თუ მათ სახლს დაანგრევენ, ქუჩაში აღმოჩნდებიან. დემონტაჯის შესსაჩერებლად განცხადება სასამართლოშია შესული.

იგი ასევე ამბობს, რომ სამართლებრივად, ყველანაირი საფუძველი არსებობს, ეს ოჯახი არ გამოასახლონ და სახლი არ დაანგრიონ:

"სასამართლოს უნდა შეაჩეროს დემონტაჟი, სხვა შემთხვევაში, არც ბავშვთა კოდექსი არსებობს, არც ბავშთა კონვენცია მოქმედებს და არაფერი ჩვენს ქვეყანაში",– განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანა აბაშიძემ.

15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს.

ფოტო: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S