Accentnews.ge
სოხუმის ყოფილ დე ფაქტო მერს შინა პატიმრობა შეუფარდეს

სოხუმის ყოფილ დე ფაქტო მერს შინა პატიმრობა შეუფარდეს

18/12/2020 18:02:07 კონფლიქტები

სოხუმის ყოფილ დე ფაქტო მერს ადგურ ხარაზიას შინა პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება დე ფაქტო საქალაქო სასამართლომ მიიღო.

განჩინებაში აღნიშნულია, რომ ბრალის დადასტურებამდე ხარაზია უდანაშაულოდ ითვლება.

ყოფილ დე ფაქტო მერს პირის ჯანმრთელობისთვის სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების განზრახ მიყენება, ასევე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.

ცნობისთვის: ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ხარაზია სოხუმში, აკირთავას ქუჩაზე გაჩერებულ «Nissan Patrol»-ს მიუახლოვდა და მასში მყოფ პირს – სოხუმელ ა. ს. შაკრილს რამდენჯერმე ესროლა. დაჭრილი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S