Accentnews.ge
თბილისში ოჯახი ცხედარს შინ ერთი თვე ინახავდა

თბილისში ოჯახი ცხედარს შინ ერთი თვე ინახავდა

18/12/2020 19:24:58 სამართალი

თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში სამართალდამცავებმა ცხედარი იპოვეს.

ოჯახი ამბობს, რომ 66 წლის ქალი 15 ნოემბერს გარდაიცვალა და ცხედარი ბინაში დღემდე იყო.

როგორც გარდაცვლილის შვილი ზ.ბ. „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ჰყვება, სამართალდამცველებს უსახსრობის გამო არ შეატყობინა, ოჯახური პრობლემებით მეზობლების შეწუხება კი არ სურდა.

მეზობლები ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ შემთხვევით შეიტყვეს და სამართალდამცველებს ინფორმაცია მიაწოდეს.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილის შვილი გამოკითხვაზე ჰყავდათ გადაყვანილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S