19-12-2020 13:20:23 პოლიტიკა ,
2020 წელი რთული იყო, მაგრამ საქართველოსა და აშშ-ის საუკეთესო მხარეები წარმოაჩინა, გავაძლიერეთ პარტნიორობა და ერთად რეალურ პროგრესს მივაღწიეთ, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში, რომელიც „ფეისბუქში“ საელჩოს გვერდზე გავრცელდა.
„2020 წელს, მიუხედავად „კოვიდ-19“-ის გამოწვევისა, აშშ-ის საელჩომ გავაგრძელეთ საქართველოსთან გავაგრძელეთ პარტნიორობის გაღრმავება მთელ რიგ სფეროებში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ წარმატებული, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოსთვის, რომელიც მყარად არის დაკავშირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახს. კერძოდ, აშშ-ის პროფესიონალთა გუნდი საქართველოში ჩვენს მეგობრებთან ერთად მუშაობდა: „კოვიდ-19“-ის საპასუხო ნაბიჯებზე და საქართველოს ჯანდაცვის სიტემის გაუმჯობესებაზე, სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეწყობაზე, სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებაზე, ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის სტიმულირებაზე, რაც კარგ სამუშაო ადგილებს შექმნის და მეტ ინვესტიციას მოიტანს, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერებაზე და პასუხისმგებელი მედიის, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მხარდაჭერაზე.
ახლახან აღნიშნული მრავალი პროგრამის მიღმა, არის აშშ-საქართველოს პარტნიორობის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი: ჩვენი ხალხი. ერთად ამ და მრავალი სხვა პროგრამის საშუალებით, ქართველები და ამერიკელები ჩვენი ორი ქვეყნისა და ამ რეგიონისთვის უკეთეს მომავალს ქმნიან.
2020 წელი რთული იყო, მაგრამ მან საქართველოს და შეერთებული შტატების საუკეთესო მხარეები წარმოაჩინა. ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი პარტნიორობა და ერთად რეალურ პროგრესს მივაღწიეთ“, – აცხადებს კელი დეგნანი.