Accentnews.ge
ზალკალიანი  – საზღვრის დემარკაცია–დელიმიტაციაზე: „არის სხვა გამოსავალიც – სასამართლოში წაიღო ეს თემა“

ზალკალიანი  – საზღვრის დემარკაცია–დელიმიტაციაზე: „არის სხვა გამოსავალიც – სასამართლოში წაიღო ეს თემა“

21/12/2020 14:02:18 კავკასია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია თუ არ არის, ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის იგივე ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის, ეს თემა ესმის ოკუპანტსაც და მას აქვს სხვადასხვა ბერკეტი, რათა პროცესი წინ არ წავიდეს, მაგრამ ქართულმა მხარემ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რუსეთს არ მისცეს შესაძლებლობა, რომ პროცესში ხელის შემშლელი ფაქტორი იყოს.

ამასთან, ზალკალიანს უჭირს თქმა, თუ რა დროში დასრულდება საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, თუმცა აღნიშნავს, რომ ახალი კომისიის ფარგლებში და ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, მაქსიმუმი გაკეთდება:

„ძალიან გამიჭირდება, გითხრათ, რა დროში და რა პერიოდში დასრულდება. 26-ე წელია, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ეს პრობლემა ვერ გადაწყვიტა. ორივე მიმართულებით, სომხეთთანაც და აზერბაიჯანთან 66% შეთანხმებულია. დარჩენილია დანარჩენი, მათ შორის დავით–გარეჯი, რომელიც ურთულესი, ყველაზე სენსიტიური და მწვავე თემაა. მაგრამ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ახალი კომისიის ფარგლებში, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, პირობას გაძლევთ, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს.

იცით თქვენ, ბევრი რამ პოლიტიკურ ნებაზეც არის დამოკიდებული. ჩვენი მხრიდან არის მზაობა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. უამრავი ვარიანტის დამუშავება მიმდინარეობს, გვაქვს იდეაში. რა თქმა უნდა, კიდევ არის სხვა გამოსავალი, წახვიდე და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში წაიღო ეს თემა. ესეც არის, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდეს და ეს არ გახდეს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავის საგანი. გპირდებით, მაქსიმუმს გავაკეთებ, ძალიან გამიჭირდება, გითხრათ, დროის რა პერიოდში მოხდება ეს, მაგრამ პირობას გაძლევთ, მაქსიმუმს გავაკეთებთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S