Accentnews.ge
რა შეიარაღების შეძენას გეგმავს თავდაცვის სამინისტრო 2021 წლისთვის

რა შეიარაღების შეძენას გეგმავს თავდაცვის სამინისტრო 2021 წლისთვის

22/12/2020 12:31:07 თავდაცვა

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შემუშავდა თავდაცვის ძალების აღმშენებლობის გრძელვადიანი 10-წლიანი გეგმა, რომელიც ორიენტირებულია ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო, საავიაციო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური საშუალებების განვითარებაზე.

"2021 წელს დასრულდება ე.წ. ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზა, პირველი ფაზისას კი საქართველომ ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და “მისტრალი 3”-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი მიიღო. 2021 წელს წარმატებით დასრულდება აღნიშნული ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზა. ამასთან სულ ახლახანს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ჩვენს ებრაელ პარტნიორებთან ხელშეკრულებას, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა “რაფაელის” სრულ განახლებას და მოდერნიზაციას გულისხმობს. გარდა ამისა, წელს ვგეგმავთ თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო სისტემების შესყიდვას. მომდევნო წელს გავაფორმებთ ჯავშანსაწინააღმეგო საშუალებების გაძლიერებას. მოგეხსენებათ, გასულ წლებში შეიარაღებულმა ძალებმა მიიღო “ჯაველინის” ერთი პარტია, 2021 წელს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან [აშშ] თანაშრომლობით იგეგმება დამატებითი პარტიის შეძენა. ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების გაზრდის მიზნით, ასევე დაგეგმილი გვაქვს უფრო ახლო რადიუსის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მისივე თქმით, დაგეგმილია საავიაციო პარკის განახლება:

“გავაძლიერებთ საარტილერიო დანაყოფების მოდერნიზებას. 2021 წელს შევიძენთ ოპერატიულ და ტაქტიკურ, უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო დრონებს, განვავითარებთ რადიო და ელექტრონულ სადაზვერვო და სათვალთვალო საშუალებებს. 2021 წელს დავასრულებთ ჯარის აღჭურვას ნატო-ს სტანდარტების M4 ტიპის შაშხანებით, ტყვიამფრქვევებით და სხვა საშუალებებით”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S