Accentnews.ge
"ჩვენ მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის პლატფორმის და თანამშრომლობის გაფართოებისთვის"

"ჩვენ მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის პლატფორმის და თანამშრომლობის გაფართოებისთვის"

22/12/2020 13:34:37 კონფლიქტები

"ჩვენ მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის პლატფორმის და თანამშრომლობის გაფართოებისთვის" ,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ მზად ვართ დეპოლიტიზირებული მიდგომებით და მოსახლეობის საკეთილდღეოდ, სხვადასხვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების განხილვისთვის. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია აღნიშნული დიალოგი მოსახლეობის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის არც კოვიდ-პანდემიის პირობებში. ამ კუთხითმისასალმებელი შედეგებიც არსებობს - ჩვენ დაგვიგროვდა რიგ სფეროებსა და კონკრეტულ საკითხებზე ამგვარი დიალოგის გზით თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება. ეს პროცესი სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება, გახდება უფრო ინტენსიური და საერთო ინტერესების თემებზე ეფექტიანად იქნას გამოყნებეული კომუნიკაციის ყველა არსებული არაფორმალური არხი; ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ არხების შემდგომი დივერსიფიცირებისკენ იმ მიზნით, რომ დიალოგის ფორმატში ჩაერთოს საზოგადოების შეძლებისდაგვარად ყველა რგოლი" - განაცხადა ახვლედიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S