Accentnews.ge
საქართველო ერთობლივი სამხედრო საწარმოს შექმნაზე სამ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

საქართველო ერთობლივი სამხედრო საწარმოს შექმნაზე სამ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

22/12/2020 17:35:53 თავდაცვა

თავდაცვის მინისრტობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამხედრო მრეწველობის განვითარება პრიორიტეტულია და ერთობლივი საწარმოს შექმნაზე დაწყებულია წინასწარი მოლაპარაკებები პოლონეთთან, ჩეხეთსა და ისრაელთან.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავს, „დელტაში“ კი ბევრი გამოცდილი თანამშრომელი მუშაობს, მაინც საჭიროა მეტი ცოდნის შემოტანა სხვა ქვეყნებიდან და შესაძლოა, ამ მიმართულებით ერთგვარი გარღვევა მოხდეს: „ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია წინასწარი მოლაპარაკებები. ვმუშაობთ პოლონეთთან, ჩეხეთთან, ასევე ისრაელთან. არის საინტერესო ინიციატივები. ვგეგმავთ უფრო სერიოზული, მაღალი გამავლობის ჯავშანმანქანების, ჯავშანტექნიკის წარმოებასაც 2021 წლიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მინისტრობის კანდიდატის თქმით, „შეგვიძლია, ვაწარმოოთ დრონების კარკასი, მაგრამ ტვინი, რომელიც მისი მამოძრავებელია, ჩვენ არ შეგვიძლია, ვაწარმოოთ: აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ერთობლივი საწარმოს შექმნა“, – დასძინა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S