პუტინის რუსეთის ქართველ თაყვანისმცემლებს – მოკლე რეპორტაჟი “რუსული” ყირიმიდან (ვიდეო)

02-07-2019 17:32:04 სხვა ,რეპორტაჟი

სოციალური ქსელების რუსულ სეგმენტში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ვიდეორგოლმა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში გამართულ ერთ-ერთ პროპაგანდისტულ ახალგაზრდულ ფორუმზეა გადაღებული.

როგორ “გაეპარათ” ამ პროპაგანდისტული ფორუმის ორგანიზატორებს მსგავსი დადგმა ღონისძიების პროგრამაში, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ფორუმის მიზანს ყირიმის მაცხოვრებლებში პუტინის რუსეთის “მტკიცე მორალური სახისა” და “დერჟავის სიდიადის” პროპაგანდირება წარმოადგენდა, ხოლო პუტინის ხელისუფლება ლგბტქი თემის წარმომადგენლების უფლებებს აქტიურად ზღუდავს, ადვილი მისახვედრია, რა ბედი ელით დადგმის ავტორებს ამ ფაქტის ფართოდ გახმაურების შემდეგ.

“ცოტა არ იყოს, გამოვშტერდი.. სუდაკი, ახალგაზრდული ფორუმი ტავრიდა. ეს საერთოდ რა არის??? ერთგვარი ხერხია მოზარდებისთვის ტოლერანტობის ადრეული ასაკიდან ჩანერგვისა? ფედერალური ტელეარხები ტვინს გვილაყებენ “გახრწნილი დასავლეთის” აპოკალიპტური სურათების წარმოჩენით, ჩვენთან კი, რუსულ ყირიმში ეს ხდება…. თავის მოჭრაა!!!! თან ასეთი საკულტო სიმღერის ფონზე!!!!” - წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები.

აღსანიშნავია, რომ ლგბტქი თემი "მსუყე" თემაა როგორც რუსეთში, ისე ბოლო დროს საქართველოში მომძლავრებული სხვადასხვა პრორუსული ძალებისთვის, ათასგვარი ინტერნეტ-ტროლებისა და გამოცემებისთვისაც. ამ უკანასკნელთა მხრიდან მუდმივად კეთდება აქცენტი რუსეთთან "ერთმორწმუნეობრივ" კავშირზე, პუტინის "ვაჟკაცობაზე" იმის გამო, რომ "ლკპდ"-ებს არ ახარებს" და ა.შ. პარალელურად კი ტირაჟირდება დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები ლგბტქი თემის წარმომადგენლების ფოტოები ევროპისა და აშშ-ის "აღვირახსნილობის" წარმოსაჩენად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები