
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა
24/12/2020 07:57:44 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა.
ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ.
დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სუს-მა უკვე მიაწოდა გახელაძის ოჯახსაც.
ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ქვედა კიდურის არეში დაჭრეს და გაიტაცეს.