სიღნაღში აფეთქება მოხდა
24/12/2020 10:07:28 სამართალი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ქუტაშვილების საცხოვრებელი სახლში აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავდა ოჯახის წევრი ხანდაზმული ქალი, რომელიც სასწრაფო- სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
წინასწარი ცნობებით, მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც.


