Accentnews.ge
შეიარაღებული ინციდენტი მარნეულში, დაჭრილია ორი ახალგაზრდა

შეიარაღებული ინციდენტი მარნეულში, დაჭრილია ორი ახალგაზრდა

24/12/2020 11:23:59 სამართალი

მარნეულში შეიარაღებული ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი მამაკაცი.

როგორც დგილობრივები ჰყვებიან, თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ახალგაზრდებმა ერთ–ერთი ოჯახი დატოვეს, სადაც სამძიმარზე იმყოფებოდნენ.

„დაახლოებით, ერთი საათის წინ შემოვიდა ორი პაციენტი. ორივეს ქვემო კიდურების დაზიანება აღებიშნება. სასიცოცხლო ფუნქციები შენარჩუნებულია და შეიძლება, ითქვას, რომ მდგომარეობა სტაბილურია“,– განაცხადეს კლინიკაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 236-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მომხდარის სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S