Accentnews.ge
„დავწვები ასფალტზე, სანამ არ დამიბრუნებენ კომპიუტერს“ – ბაჩალიაშვილების პროტესტი

„დავწვები ასფალტზე, სანამ არ დამიბრუნებენ კომპიუტერს“ – ბაჩალიაშვილების პროტესტი

24/12/2020 12:09:11 სამართალი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს. მათ გარდაცვლილის პირადი კომპიუტერის მათთვის გადაცემა მოითხოვეს.

ოჯახი არ ეთანხმება გამოძიების ვერსიას, რომ რომ ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"ესე სრულიად მოულოდნელად, შუა პანდემიის დროს, მოახლოებული ახალი წლის პერიოდში, უცებ გადაწყვიტეს, რომ დაეხურათ საქმე. მაგის გასაპროტესტებლად მოვედი პირველ რიგში და მეორე რიგში, მოვითხოვე ჩემი შვილის კომპიუტერი. რადიკალური პროტესტი იქნება – შიმშილობა, თუ არ ვიცი... დავწვები ასფალტზე, სანამ არ დამიბრუნებენ კომპიუტერს. თუ არის ბანალური თვითმკვლელობა, დამიბრუნონ კომპიუტერი,“ - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.

ოჯახი აცხადებს, რომ გამოძიება დასრულდა ისე, რომ არც ერთ კითხვას პასუხი არ გაეცა.

"6 თვე გავიდა, არც ერთ კითხვაზე პასუხი არ იყო. თვითონ იციან კარგად ჩემი შვილი ვინ მოკლა, სად იყო დამალული 4 დღე მანქანა, ყველაფერი იციან. ყველა ზომას მივმართავ, ცოცხალი თავით არ დავთმობ, ეს საქმე გაიხსნება მალე,“ - ამბობს გარდაცვლილი ქალის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმე დახურულად გამოაცხადა. გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა ქალმა თავი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო მოიკლა და სხვა პირის დანაშაული არ იკვეთება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S