Accentnews.ge
მესტიაში "მაინერებს" მიტაცებული დენით ამუშავებდნენ

მესტიაში "მაინერებს" მიტაცებული დენით ამუშავებდნენ

24/12/2020 12:21:35 სამართალი

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, მესტიის ერთ-ერთ სასტუმროს დამხმარე ფართში პოლიციამ "მაინერი" აღმოაჩინა, რომელიც მიტაცებული დენით კრიპტოვალუტას უკანონოდ აწარმოებდა.

"მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას... აღმოჩენილი დატაცება უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მესტიის რაიონი, ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს 12-14 სხვა რაიონის სამყოფ ელექტროენერგიას", - აცხადებენ ელექტრო ენერგიის გამანაწილებელ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, ძლიერი დატვირთვის გამო ზიანდება გადამცემი ხაზები, კომპანიის თანამშრომლებს კი ელექტრო ენერგიის დატაცების აღმოჩენისთვის უსაფრთხო გადაადგილების საშუალებები არ აქვთ.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით ელექტროენერგიის სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე. საქმეზე არავინ არის დაკავებული, შსს კი გამოძიებას აგრძელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S