
ხუნდაძე – ოპოზიციაზე: „მათი ინტელექტი ქუჩაში არ უნდა იფანტებოდეს“
24/12/2020 13:20:06 ციტატა
„სასურველია, ეს 4 წელი ყოფილიყო ოპოზიციასთან ერთად, რამეთუ კრიტიკის ფასი ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ კრიტიკა უკეთესისთვის და არა უარესისთვის. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ისინი შემოვლენ. თან ოპოზიციაში არიან ჯანდაცვის სპეციალისტები, რომელთა მუშაობაც საინტერესოა. მათი სამუშაო ადგილი არის პარლამენტში. მათი რესურსი, ინტელექტი, შესაძლებლობები ქუჩაში არ უნდა იფანტებოდეს“.
ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს. სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებიან.