Accentnews.ge
გეგმავს თუ არა მაკა ჩიჩუა პოლიტიკაში მოსვლას: ყოფილი პირველი ლედის კომენტარი

გეგმავს თუ არა მაკა ჩიჩუა პოლიტიკაში მოსვლას: ყოფილი პირველი ლედის კომენტარი

02/07/2019 19:55:02 ციტატა

"ყველა მეკითხება იცით? [პლიტიკაში ჩართვის შესახებ] მე ძალიან მიყვარს სხა რაღაცეები...ადამიანი პოლიტიკურად შეიძლება, აქტიური იყოს, მაგრამ სულაც არ უნდოდეს პოლიტიკაში ჩართვა. ვთვლი, რომ როდესაც შენი, როგორც მოქალაქის პასუხისმგებლობის საკითხი დგება, რადგან ეს შენი შვილების, შენი ქვეყნის მომავალს ეხება, ყველამ უნდა აღიმაღლოს ხმა"

ამის შესახებ ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მის პოლიტიკაში შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით "პირელის" ეთერში განაცხადა. ცნობისთვის: ჩაჩუამ სოლიდარობა გამოუცხადა რუსთაველის გაზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს და უკანასკნელ მოვლენებს სიმღერაც მიუძღვნა "არ დავნებდებით რუსს!". 

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S