
სოლიდარობა რუსეთის თასიდან - ქართველ მორაგბეებს კონტრაქტი გაუწყვიტეს
03/07/2019 04:25:41 სხვა, საზოგადოება
20 ივნისის აქციაზე რამდენიმე მონაწილემ დარბევისას თვალი დაკარგა, რასაც ქართველი სპორტსმენები გამოეხმაურნენ - ეროვნულ ლიგაში რამდენიმე მოთამაშემ ცალ თვალზე ხელი აიფარა, იმავე ჟესტით თედო აბჟანდაძემ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან გაამხნევა დაზარალებულები.
მთავარი ამბავი კი რუსეთში მოხდა, სადაც რუსეთის თასის სარაგბო მატჩის დროს, რეზი ბროძელმა, ყუბანთან გატანილი ლელოს შემდეგ, საბა ილურიძესთან ერთად ცალ თვალზე ხელი აიფარა. რუსულმა კლუბმა ორივე მორაგბე გუნდიდან გაუშვა. სლავამ ბროძელსა და ილურიძეს კონტრაქტები გაუწყვიტა.
ბროძელმა რაგბი TV-სთან საუბრისას განაცხადა, რომ კლუბში ჟესტი პოლიტიკურად დატვირთულად აღიქვეს, რის გამოც გუნდიდან გამოუშვეს. რეზიმ აღნიშნა, რომ ამ ჟესტით მან მხარდაჭერა საკუთარ ხალხს გამოუცხადა.