სარდაფში აფეთქება მოხდა, შენობიდან ევაკუაცია განხოციელდა
24/12/2020 19:33:29 სამართალი
ახალციხეში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, 5-სართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებული უმოქმედო რესტორნის სარდაფში აფეთქება მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
პირველადი ინფორმაციით, სარდაფში აფეთქება ბუნებრივმა აირის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის გამო შენობა ნაწილობრივ დაზიანდა.
უსაფრთხოების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა შენობიდან 12 ოჯახის ევაკუაცია მოახდინეს.


