Accentnews.ge
მოზარდის გატაცებისთვის სამი პირი დააკავეს

მოზარდის გატაცებისთვის სამი პირი დააკავეს

25/12/2020 06:40:52 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე სამი პირი: 1999 წელს დაბადებული ა.ა. 1991 წელს დაბადებული რ.ო. და 1995 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, 21 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ა.ა.-მ ცოლად შერთვის მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფელში მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონას 2004 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს.

რამდენიმედღიანი ღონისძიებების შედეგად პოლიციამ გატაცებული არასრულწლოვანის ადგილსამყოფელი დაადგინა.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S