
სომხეთი თურქული წარმოების პროდუქციის იმპორტს კრძალავს
25/12/2020 10:30:50 კავკასია
სომხეთში 31 დეკემბრიდან ძალაში შედის თურქული წარმოების პროდუქციის იმპორტზე აკრძალვა. ამის შესახებ „ნიუს ამი“ სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტზე დაყრდნობით წერს.
შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობამ 2020 წლის 20 ოქტომბერს ექვსი თვის ვადით მიიღო.
სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ცნობით, აკრძალვა არ შეეხება 31 დეკემბრამდე იმპორტირებულ პროდუქტს, რომელსაც 31 დეკემბრამდე გავლილი ექნება ყველა შესაბამისი საბაჟო პროცედურები.
აკრძალვა შეეხება თურქული წარმომავლობის ყველა პროდუქტს ნებისმიერი ქვეყნიდან იმპორტის შემთხვევაში, მათ შორის საქართველოდან.