Accentnews.ge
პროფესორი ფრიდონ შუბითიძე ღირსების მედლით დააჯილდოვდა

პროფესორი ფრიდონ შუბითიძე ღირსების მედლით დააჯილდოვდა

03/07/2019 05:51:00 სხვა, საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენელი, აშშ-ში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, პროფესორი ფრიდონ შუბითიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

ფრიდონ შუბითიძეს სახელმწიფო ჯილდო მეცნიერების განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადაეცა.  

საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ,ასევე  აშშ-ში დიასპორის სახლის დამფუძნებელ ინა ასანიძესთან და პროექტ ,,წარმატებული ემიგრანტების“ მონაწილეებთან გამართა შეხვედრა.

სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ დიასპორა სახელმწიფოს ძალას წარმოადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S