
ცხინვალი მოქალაქეებს მიმართავს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებზე ინფორმაცია მიაწოდონ
25/12/2020 12:52:37 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო დაზვერვის სამსახური თანამოქალაქეებს მიმართავს, ინფორმაცია მიაწოდონ ნებისმიერ ფაქტზე, რომელიც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისთვის შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს“.
“სამხრეთ კავკასიის რეგიონში არასტაბილური სიტუაციის გათვალისწინებით, ვთხოვთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ წინდახედულობა და გვაცნობონ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მხრიდან რესპუბლიკის მიმართ საფრთხისშემცველი ფაქტორების შესახებ”, – ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
მოქალაქეებს ანონიმურად დარჩენის გარანტიას აძლევენ.