
დონესცკისა და ლუგანსკის მკვიდრებს კანადაში რუსული პასპორტებით არ შეუშვებენ
03/07/2019 05:52:06 სხვა, მსოფლიო
კანადის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსული პასპორტების მქონე დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლებს, ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაუშვებენ. ამის შესახებ კანადური მედია წერს.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დონბასის მცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ საკითხს უახლოეს მომავალში, ევროკავშირშიც განიხილავენ.
ლუგანსკსა და დონეცკში მცხოვრები ადამიანებისთვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესით გაცემის ბრძანება, ვლადიმერ პუტინმა გასცა.