
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის დაცვას აძლიერებს
25/12/2020 16:39:13 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის დაცვას აძლიერებს.
„26 დეკემბრიდან 2021 წლის 11 იანვრის ჩათვლით პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური აძლიერებს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დაცვას“, – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
ცნობისთვის: დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვარი 27 თებერვლიდან სრულად ჩაკეტა.