
ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის, პრემიერის თანამდებობა დატოვოს და რიგგარეშე არჩევნების ინიციატივით გამოდის
25/12/2020 18:36:10 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის, თანამდებობა დატოვოს. ამასთან, იგი 2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის.
ფაშინიანის თქმით, თუ მის მიმართ საზოგადოების ნდობა აღდგება, მზად არის, დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობა განაგრძოს. ამის გასარკვევად კი, ფაშინიანი ერთადერთ გზად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიიჩნევს.
"პრემიერ-მინისტრის სკამზე არ ვარ მიჯაჭვული. მზად ვარ, ხალხის გადაწყვეტილების შედეგად დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთში ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს. ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია ერევანში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.