
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრინცი ლონდონში გარდაცვლილი იპოვეს
03/07/2019 05:59:12 სხვა, მსოფლიო
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრინცი ლონდონში გარდაცვლილი იპოვეს. ის 39 წლის იყო. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ლონდონის პოლიციაში აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზი უცნობია. საამიროების მმართველის შვილი მოდის ინდუსტრიაში დიზაინერად მუშაობდა.
მომხდარის გამო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.