რ2: თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს
25/12/2020 22:21:23 სამართალი
მკვლელობა მოხდა იყალთოში - მოკლულია თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი.
ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი2" ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაჭრილია კიდევ ერთი პირი, თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ საჩიშვილს თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა ესროლა. ამ ეტაპზე, დაპირისპირების მიზეზი უცნობია.


