
Freedom House-ი რუსეთის მთავრობას აკრიტიკებს
03/07/2019 06:00:27 სხვა, მსოფლიო
Freedom House-ი რუსეთის მთავრობას აკრიტიკებს. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამერიკული ფონდი “თავისუფალი რუსეთი“ ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად დაასახელა. უწყებაში განაცხადეს, რომ ფონდი რუსეთში არასასურველი ორგანიზაციაა. გენერალური პროკურატურის ამ განცხადების საპასუხოდ Freedom House-ში აღნიშნავენ, რომ თავისუფლების მხარდაჭერა, დემოკრატია და კანონის წინაშე თანასწორობა რუსეთში კვლავ საფრთხის ქვეშ არის.
Freedom House-ის დირექტორის, მაიკლ აბრამოვიჩის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ნეგატიური იმიჯის შექმნით, რუსეთის მთავრობა, ძირს უთხრის იმ ინსტიტუტებს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სასიცოცხლოდ სჭირდება.