ოჯახის თქმით, მოტოციკლეტით მიმავალ მოზარდს უცნობი მამაკაცი ავტომობილით განზრახ დაეჯახა
26/12/2020 14:37:02 სამართალი
ოჯახის თქმით, მოტოციკლეტით მიმავალ მოზარდს უცნობი მამაკაცი ავტომობილით განზრახ დაეჯახა.
ავარიის შედეგად გარდაცვლილი 17 წლის არასრულწლოვანის ნათესავები აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევამდე არასრულწლოვანს შელაპარაკება უცნობ 45 წლის კაცთან მაღაზიაში მოუვიდა.
"როგორც ვიცი, მოტოციკლეტით ყოფილა ბავშვი წასული. ეს ადამიანი, რომელიც რამდენიმეჯერმე ნასარმართლევი ყოფილა, შეწყალებით გამოსული, გამოკიდებია, ეს არის მიზანმიმართულად გამოკიდებული ადამიანი, რომელმაც მის მოტოიკლეტს დაარტყა და წამში მოკლა ბავშვი", - აცხადებს ოჯახის ახლობელი.
მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება დაწყებულია 276-ე და 128-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევასა და დაშავებულის განსაცდელში მიტოვებას.


