
დაღუპული სამხედროების შვილებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ
27/12/2020 06:04:46 თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სამხედრო მოსამსახურეებმა 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
ბავშვებმა მინისტრის საჩუქრები მამების მეგობრებისგან მიიღეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სამხედროები გმირების ოჯახებს სახლებში ესტუმრნენ და iPad-ები, „ჰაიქსის“ ფირმის აქსესუარები და ტკბილეულობა გადასცეს.