03-07-2019 10:10:19 სხვა ,სამართალი ,რეკლამა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს - POLICE.GE დაემატა სერვისი - ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია.
ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
"ამიერიდან, მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას უკვე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც შეძლებენ, ერთი პლატფორმის პრინციპით. კერძოდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - police.ge, ე.წ.. ჯარიმების კაბინეტს დაემატა ჯარიმის გადახდის ფუნქცია. აღნიშნული ფუნქცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთ ვებგვერდზე ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე, ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით - 1%, შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა"- აცხადებენ სამინისტროში.