Accentnews.ge
თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

27/12/2020 16:36:04 სამართალი

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისა და მერიის თანამშრომლის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა.

თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეს ვანო ზანდარაშვილს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 117-ე მუხლებით წარუდგინა, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის ცნობით, 25 დეკემბერს ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის მანქანაში ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც დაკავებულმა პოლიციელმა საავადმყოფოს დირექტორს სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა. სროლის შედეგად დაიჭრა გარდაცვლილის გვერდით მჯდომი პირიც, რომელიც თელავის მერიის თანამშრომელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S