
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას კორონავირუსი დაუდასტურდა
27/12/2020 19:40:01 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
დე ფატო პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ცნობით, დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საერთო ჯამში, რეგიონში კორონავირუსის 8459 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6726 ადამიანი, დაიღუპა 108 პაციენტი.