სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი
28/12/2020 05:24:53 სამართალი
სოფელ კორმაღალაში პოლიციამ 30 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც 53 წლის მამაკაცს სახლთან მიაკითხა, დაუძახა და გამოსულს სანადირო თოფიდან ესროლა. სახლში ამ დროს ოჯახის არასრულწლოვანი წევრიც იმყოფებოდა, რომელმაც 112-თან დაკავშირება შეძლო.
მოკლულის ახლობლები მკვლელობის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ. ახლობლები აცხადებენ, რომ დაკავებულ პირს ისინი არ იცნობენ. მათივე განცხადებით, მოკლული მეტყევედ მუშაობდა და შესაძლოა, შემთხვევაც მის საქმიანობას უკავშირდებოდეს.
"ღამე დაუძახეს,“საქმე მაქვსო“. ეს ფანრით გავიდა, მიანათა და იმან ესროლა. მუცლის არეში ჰქონდა ჭრილობა. მეტყევედ მუშაობდა, შეიძლება, ვინმეს ხე არ მისცა ან რამე და ამან გამოიწვია კონფლიქტი," - აღნიშნა მოკლული კობა ნიკოლეიშვილის ნათესავმა.


