
კანადა უკრაინას შეიარაღებას გადასცემს
03/07/2019 07:24:09 სხვა, მსოფლიო
კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ქვეყანამ უკრაინა იმ ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა, რომელსაც შეიარაღებას მიჰყიდის.
როგორც ტრუდო განმარტავს, გადაწყვეტილება ოტავამ კიევის მხარდასაჭერად მიიღო, რომელიც რუსეთს წინააღმდეგობას უწევს, ვინაიდან რუსეთი საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საერთაშორისო სამართალსაც უქმნის.
„რუსეთის აგრესიის, უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო ნორმებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობის ფონზე, რაც ყირიმის უკანონო ანექსიასაც მოიცავს, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც კანადაა, მნიშვნელოვანია იდგნენ პარტნიორების მხარდამხარ“, – განაცხადა კანადის პრემიერმა 2 ივლისს უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტრუდოს თქმით, კანადამ უკვე დააბანდა ინვესტიციები უკრაინაში ამუნიციის მწარმოებელ საწარმოში და ასევე გააგრძელებს უკრაინის არმიის რეფორმირების პროცესში მონაწილეობას. უკრაინაში ამჟამად 200 კანადელი სამართალდამცველია დისლოცირებული.
გარდა ამისა, კანადა უკრაინაში საპოლიციო ძალების რეფორმირებისთვის 45 მილიონ დოლარს გამოყოფს.