Accentnews.ge
აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში შეტაკებების შესახებ იუწყებიან

აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში შეტაკებების შესახებ იუწყებიან

28/12/2020 08:06:26 კავკასია

აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში შეტაკებების შესახებ იუწყებიან.

აზერბაიჯანის მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ "სომხური 6-წევრიანი დაჯგუფება აზერბაიჯანის სამხედროებს ხოჯავენდის რაიონში დაესხა თავს, რომლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. დაჯგუფების ექვსივე წევრი ლიკვიდირებულია".

პარალელურად, სომხური მედია სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ჰადრუთის რაიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ იუწყება. მისი ცნობით, დანაკარგები აქვთ როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მხარეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S