Accentnews.ge
სუს–ი: "წალენჯიხის სოფელთან საოკუპაციო ძალებმა ახალი მავთულხლართები გაავლეს"

სუს–ი: "წალენჯიხის სოფელთან საოკუპაციო ძალებმა ახალი მავთულხლართები გაავლეს"

28/12/2020 09:29:37 კონფლიქტები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, "26-27 დეკემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკვე არსებული მავთულხლართების უკან, ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დაიწყო".

სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ახალი მავთულხლართები გაავლეს, ასევე, დაამონტაჟეს ახალი კონსტრუქციები.

"საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S