Accentnews.ge
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი ახალი უნიფორმა გადაეცათ

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი ახალი უნიფორმა გადაეცათ

28/12/2020 10:39:40 სამართალი, რეკლამა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ​ამ ეტაპზე პატრულ-ინსპექტორების ზამთრის სამუშაო ფორმა შეცვალა, – ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, თანამედროვე დიზაინის თბილი ქურთუკები და ზამთრის ფეხსაცმელები სპეციალურად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის არის შექმნილი და ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

„პატრულ-ინსპექტორების ზამთრის ახალი უნიფორმა შეკერილია საქართველოში, მაღალხარისხიანი და გამძლე მასალისგან. საპატრულო პოლიციის სამუშაო რეჟიმიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნიფორმის შექმნისას გათვალისწინებულია, როგორც მისი კომფორტულობა, ასევე, თერმორეგულაციის კომპონენტი და ხარისხი“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ზამთრის ახალი უნიფორმები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპატრულო პოლიციის 4 000 თანამშრომელს დაურიგდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S