Accentnews.ge
ბაქოს ცნობით, მთიანი ყარაბაღში აზერბაიჯანელი სამხედრო მოკლეს

ბაქოს ცნობით, მთიანი ყარაბაღში აზერბაიჯანელი სამხედრო მოკლეს

28/12/2020 11:39:29 კავკასია

აზერბაიჯანმა გაავრცელა ცნობა, რომ მისი ერთი ჯარისკაცი მოკლეს და ერთი დაჭრეს მთიანი ყარაბაღში.ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს 28 დეკემბრის ინფორმაციით, „სომეხთა უკანონო შეიარაღებულმა ჯგუფმა“ წინა დღით იერიში მიიტანა აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფზე სოფელ აღდამში, ხოჯავანდის რაიონში. სამინისტრო დასძენს, რომ ყველა თავდამსხმელი მოკლეს.

სამინისტრო აცხადებს, რომ „გადამჭრელ ზომებს“ მიმართავს, თუ ასეთი რამ კვლავ განმეორდა.

თავად ერევანი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სომხური ძალები მთიან ყარაბაღში მკაცრად იცავენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

2020 წლის 27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება მთიანი ყარაბაღისთვის, მოსკოვის შუამავლობით დადებული ზავით დასრულდა, რასაც იქ რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსება და რეგიონზე ბაქოს ნაწილობრივი კონტროლი მოჰყვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S