
კადიროვმა გროზნოს ცენტრში პოლიციელებზე სავარაუდო თავდამსხმელების ვინაობა გაამჟღავნა
28/12/2020 14:22:25 კავკასია
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა კომენტარი გააკეთა გროზნოს ცენტრში პოლიციელებზე თავდასხმის შესახებ.
როგორც კადიროვმა Telegram არხის მეშვეობით განაცხადა, თავდამსხმელების მიერ პოლიციელების იარაღის წართმევის მცდელობისას ერთი პოლიციელი მოკლეს, კიდევ ერთი დაშავდა მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.
როგორც კადიროვი ამბობს, „თავდასხმა ორმა ტერორისტმა განახორციელა, რომლებიც ინგუშეთის მკვიდრნი არიან – ძმები ჰუსეინი და ხასანი“.
კადიროვის ცნობით, ძმები ჩეჩნეთში 2012 წელს გადავიდნენ და თონეში მუშაობდნენ. თავდასხმის დროს ისინი შეიარაღებულნი იყვნენ დანით.
”თავდამსხმელები საპასუხო ცეცხლით განადგურდნენ,” - აღნიშნა კადიროვმა.