Accentnews.ge
კალაძის ინფორმაციით, მესაკუთრეებმა დიღმის ტყე-პარკის 27 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დათმეს

კალაძის ინფორმაციით, მესაკუთრეებმა დიღმის ტყე-პარკის 27 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დათმეს

03/07/2019 07:54:24 სხვა, საზოგადოება

„კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების შედეგად, დიღმის ტყე-პარკის დაახლოებით, 27 000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა ქალაქს“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

მერის თქმით, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, შესაბამისად, მერია აგრძელებს მოლაპარაკებებს კერძო მესაკუთრეებთან, რათა აღნიშნული მწვანე სივრცით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს. 

„დიღმის ტყე-პარკი იდეალური მწვანე სივრცეა. უამრავი ადამიანი ცხოვრობს ირგვლივ და ასეთი სივრცის არსებობა ქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ჩავერთეთ პროცესში, დავიწყეთ მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან და წარმატებით მიმდინარეობს. 

მოლაპარაკებები 2017 წელს დაიწყო კერძო მესაკუთრეებთან და უკვე გარკვეული ნაწილი მიწის ნაკვეთების გვაქვს წამოღებული და ქალაქის საკუთრებაა, თუმცა რჩება ნაკვეთები, რომელსაც სჭირდება ადგილმონაცვლეობა ან გამოსყიდვა. 

როგორც დაგპირდით, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და იქ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, მწვანე სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა მივიდეს და დაისვენოს. ამ მოლაპარაკებების შედეგად, დაახლოებით, 27 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა დედაქალაქს. ეს პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დავამთავრებთ“, - აცხადებს კახა კალაძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S