Accentnews.ge
თურქეთი სომხეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

თურქეთი სომხეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

29/12/2020 05:23:57 კავკასია

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი შეთანხმება დაარღვია.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მთიან ყარაბაღში სომხეთის მიერ აზერბაიჯანული სამხედრო ძალების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა 2020 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების აშკარა დარღვევაა“.

სამინისტროს განცხადებით, სომხეთის მხრიდან თავდასხმები 26 ნოემბერს, 8, 11 და 27 დეკემბერს განხორციელდა, რომლის შედეგად დაიჭრნენ და დაიღუპნენ სამხედრო და სამოქალაქო პირები.

თურქეთის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხური დაჯგუფებების გაყვანასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „აზერბაიჯანულმა მხარემ თავდაცვის უფლება გამოიყენა და შესაბამისი პასუხი გასცა სომხეთის შეიარაღებული დაჯგუფებების პროვოკაციებს“.

ერევანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მკაცრად იცავს სამმხრივი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

2020 წლის 27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება მთიანი ყარაბაღისთვის, მოსკოვის შუამავლობით დადებული ზავით დასრულდა, რასაც იქ რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსება და რეგიონზე ბაქოს ნაწილობრივი კონტროლი მოჰყვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S