Accentnews.ge
შავ ზღვაში ნატო-ს სამხედრო ხომალდები შევიდნენ

შავ ზღვაში ნატო-ს სამხედრო ხომალდები შევიდნენ

03/07/2019 07:57:18 სხვა, მსოფლიო

შავ ზღვაში ნატო-ს ორი სამხედრო ხომალდი შევიდა. „ბოსფორუს ობზერვერის“ ინფორმაციით, დარდანელის სრუტე გაიარეს ბრიტანულმა საესკადრო ნაღმოსანმა, „ეიჩ-ემ-ეს დანქანმა“ და კანადურმა ფრეგატმა, „ეიჩ-ემ-სი-ეს ტორონტომ“ და შავი ზღვის აკვატორიაში შევიდნენ.

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამხედრო ხომალდები სამხედრო სწავლება „სი ბრიზ 2019“-ში (Sea Breeze 2019) მონაწილეობის მისაღებად უკრაინისკენ მიემართებიან.

უკრაინაში ნატო-ს წევრებისა და პარტნიორების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები 12 ივლისამდე გაგრძელდება. სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას იღებს 30 ხომალდი, 30 საფრენი აპარატი და საზღვაო ქვეითი დანაყოფების პირადი შემადგენლობის 900-ზე მეტი ჯარისკაცი. წვრთნებში მონაწილეობენ ქართველი ჯარისკაცებიც. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S