Accentnews.ge
კრემლი ნატო-ს რამდენიმე ქვეყანაში “ფერადი რევოლუციების” მზადებაში ადანაშაულებს

კრემლი ნატო-ს რამდენიმე ქვეყანაში “ფერადი რევოლუციების” მზადებაში ადანაშაულებს

03/07/2019 08:43:36 სხვა, მსოფლიო

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის” რიგ ქვეყნებში დასავლეთის მიერ კონტროლირებადი რეაჟიმების ჩამოსაყალიბებლად “ფერად რევოლუციებს” ამზადებს, - თვლის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი.

«ნატო-ელები ქმნიან პირობებს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის რიგ ქვეყნებში დასავლეთის მიერ კონტროლირებადი რეაჟიმების ჩამოსაყალიბებლად, მათ შორის - “ფერადი რევოლუციების” პროვოცირების გამოყენებით. როგორც არ უნდა ყალიბდებოდეს მოსკოვისა და ნატო-ს ურთიერთობები, ალიანსთან აზრთა სხვადასხვაობას პრინციპული ხასიათი აქვს. მასთან მესამე ქვეყნების თანამშრომლობას ყოველთვის აქვს ანტირუსული შემადგენელი. ეს არაერთგზის დაუდასტურებია პრაქტიკას. კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში ჩვენს რიგ პარტნიორებთან მიმართებაში ალიანსის მიზანს ჩვენსა და ჩვენს მოკავშირეებს შორის შუღლის დათესვა წარმოადგენს. თავად ეს ქვეყნებიც მზად არიან ნატო-სღან თანამშრომლობისთვის. ამდენად, ჩვენ ბევრი რამ უნდა განვიხილოთ: ტერორისტული საფრთხეების დონეც, უკანონო მიგრაციაც, ტერორიზმთან ბრძოლაც», - განაცხადა ნურგალიევმა «Российская газета»-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ცნობისთვის: კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში შედიან: რუსეთი, ბელორუსია, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S