ბაქრაძე: „ვადამდელი არჩევნები ჩვენ პარტიულად არ გვაწყობს“

29-12-2020 16:57:24 ციტატა

„როგორც პარტიის თავმჯდომარე გულწრფელად გეტყვით, რომ ვადამდელი არჩევნები ჩვენ პარტიულად არ გვაწყობს: პარტიას აქვს ძალიან მძიმე ფინანსური პრობლემები (ამხელა საარჩევნო კამპანიის შემდეგ), აქვს საორგანიზაციო პრობლემები – ხელახალი კამპანიის ჩატარება ძალიან მძიმეა. ამიტომ, სუფთა პარტიულად ჩვენთვის შეიძლება, უკეთესი იყოს, რომ რაღაც დრო გავიდეს, პარლამენტში შევიდეს, ვიმუშაოთ, მოვძლიერდეთ, ახალი ფინანსური წყაროები მოვიპოვოთ და მერე გავიდეთ არჩევნებზე. მაგრამ ეს ჩემი პარტიული მოსაზრება მეათეხარისხოვანია იმასთან, რა სჭირდება ქვეყანას და ქვეყანას კრიზისიდან გამოსასვლელად სჭირდება ის, რომ საზოგადოების გახლეჩა დასრულდეს და ჩატარდეს არჩევნები“.

განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში „ევროპული საქართველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები