თბილისში, დიღმის სასაფლაოსთან სროლა იყო
29/12/2020 14:35:27 სამართალი
თბილისში, დიღმის სასაფლაოსთან სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შემთხვევის სხვა დეტალებია ჯერ–ჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 19-108 -ე მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.


