
„ეროვნული ერთიანობის ცენტრის“ თავმჯდომარედ ვახტანგ ყოლბაია აირჩიეს
03/07/2019 09:43:58 სხვა, საზოგადოება
3 ივლისს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საზოგადოების - „ეროვნული ერთიანობის ცენტრის“ დამფუძნებელი კრება გაიმართა, რომელმაც განიხლია საზოგადოების უახლოესი პერსექტიული გეგმები.
საზოგადოების წევრებმა საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზეთის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია აირჩიეს.
საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჯიბლაძემ - საზოგადოების წევრებს მოახსენა ინფორმაცია უახლოესი გეგმების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ძეგლის დადგმას თბილისში, სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციებს საქართველოს პარლამენტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში, ასევე ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალზე საერთაშორისო ალპინიადის გამართვის შესახებ.